კილიან მბაპეს რეალის მაისურით 50 გოლი დაუგროვდა.
Squawka-ს ინფორმაციით, ფრანგი სუპერვარსკვლავი რეალში 50-გოლიან ნიშნულზე კრიშტიანუ რონალდუს შემდეგ ყველაზე სწრაფად ავიდა.
მბაპეს რეალში 50 გოლის გასატანად 64 მატჩის ჩატარება დასჭირდა, რონალდუმ კი ამის გაკეთება 54 თამაშში მოახერხა.
საინტერესოა, რომ რეალიდან წასვლის დროისთვის რონალდუს გოლი უფრო მეტი ჰქონდა გატანილი, ვიდრე ჩატარებული მატჩი - 438 თამაშში 450 გოლი.
თავისი კუმირის კვალდაკვალ წასასვლელად მბაპეს ცოტა ტემპის მომატება მოუწევს.