როდრიგოს თქმით, რეალში წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციებს ყურადღებას არ აქცევდა.
„მგონი, ამას უკვე მივეჩვიე. ჩემს სავარაუდო წასვლაზე ყოველ წელს იწერება. სატრანსფერო ფანჯრის დროს ყოველ კვირა ახალ გუნდში მიშვებდნენ. ამაზე ჩემს მშობლებთან და მეგობრებთაბ ვხუმრობდი კიდეც - ნახეთ, დღეს ერთ გუნდში ვარ, ხვალ კი უკვე მეორეში. ყოველ კვირა სხვადასხვა გუნდში ვთამაშობდი, მაგრამ რეალურად, ძალიან მშვიდად ვიყავი და ამაზე არანაირ ყურადღებას არ ვამახვილებდი.
შვებულებით სიამოვნებას ვიღებდი, პარალელურად ვვარჯიშობდი და ვიცოდი, რომ დავრჩებოდი. საბოლოოდ ასეც მოხდა, მე ჯერ კიდევ სახლში ვარ - იქ, სადაც ყოფნაზე სულ ვოცნებობდი. ყოველდღიურად ვაპირებ თავდაუზოგავად შრომას, სანამ ეს მაისური მაცვია.
ბედნიერი ვარ. ბევრი დრო გავიდა მას შემდეგ, რაც სტაბილურად გავდიოდი მოედანზე, ამიტო, ნელ-ნელა მოვდივარ ჭკუაზე იმ ყველაფრის შემდეგ, რაც გამოვიარე. წინა სეზონის ბოლოს რთული პერიოდი მქონდა.
მინდა მადლობა გადავუხადო ოჯახს ჩემს გვერდში ყოფნისთვის, ასევე მადლობა ანჩელოტის, რომელმაც იცის, რა გამოვიარე და ძალიან დამეხმარა. თუმცა, არ ვაპირებ ამაზე ჩაციკლვას. მთავარია, ყველაფერი კარგად მაქვს და ახლა წინსვლის დრო მოვიდა." - აღნშნა რეალის შემტევმა მარსელთან (2:1) მატჩის შემდეგ, როემლიც მან სასტარტოში ითამაშა.