რეალ სოსიედადთან გაძევების გამო, დინ ჰაუსენს ერთი მატჩის გამოტოვება მოუწევს.
ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის დისციპლინარულმა კომიტეტმა რეალის საჩივარი არ დააკმაყოფილა და შესაბამისად, ესპანელი მცველი ესპანიოლთან შაბათს გასამართ თამაშში მონაწილეობას ვერ მიიღებს.
შეგახსენებთ, რომ ჰაუსენმა წითელი ბარათი სოსიედადთან მატჩის 32-ე წუთზე მიიღო - მსაჯმა ჩათვალა, რომ მოედნის ცენტრში მის მიერ მიკელ ოიარსაბალის წაქცევა ბოლო იმედის ჯარიმა იყო და ფეხბურთელს წითელი ბარათი უჩვენა.
მოგვიანებით მსაჯების ტექნიკურმა კომიტეტმა აღიარა, რომ ყვითელი ბარათი უფრო სამართლიანი სასჯელი იქნებოდა, თუმცა მხარი დაუჭირა VAR-ის გადაწყვეტილებას არ ჩარეულიყო ამ ეპიზოდში, რადგან აშკარა შეცდომას არ ჰქონია ადგილი.
კომიტეტის აზრით, ვიდეომასალები, რომელიც რეალმა წარმოადგინა, მთავარი არბიტრის ხილ მანსანოს აშკარა შეცდომას ვერ ამტკიცებს. მადრიდელები ამ გადაწყვეტილების სააპელაციო კომიტეტში გასაჩივრებას აპირებენ.