2021 წლის ზაფხულში, ლიონელ მესის კონტრაქტი ბარსელონასთან ამოიწურა. მესიც და ბარსელონაც თანამშრომლობის გაგრძელებას აპირებდნენ და ახალი კონტრაქტიც პრაქტიკულად შეთანხმებული იყო.
თუმცა, ლა ლიგის ფინანსური ფეარ-პლეის წესების და ბარსას რთული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, კლუბმა ვერ მოახერხა მესის ახალი კონტრაქტის რეგისტრაცია სახელფასო ჭერის დარღვევის გარეშე.
2021 წლის 5 აგვისტოს ბარსელონამ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ მესი კლუბში აღარ დარჩებოდა. ორი დღის შემდეგ, არგენტინელმა ცრემლიანი პრესკონფერენციით დაადასტურა თავისი წასვლა. მალე ის თავისუფალი აგენტის სტატუსით პარი სენ-ჟერმენს შეუერთდა.
ფაბრიციო რომანო ერთ-ერთი მთავარი ჟურნალისტი იყო, რომელიც გულშემატკივრებს წუთი წუთზე ამცნობდა სიახლეებს. იმ ზაფხულს ის არაერთხელ ადასტურებდა, რომ მესის კონტრაქტის განახლება შეთანხმებული და თითქმის დასრულებული ამბავი იყო.
ვინ არის ფაბრიციო რომანო?
5 აგვისტოს, რომანომ შოკისმომგვრელი ამბავი გაავრცელა: „ლეო მესი ბარსელონაში არ დარჩება“, და ახსნა, რომ ფინანსურმა რეგულაციებმა დაბლოკა შეთანხმება.
შემდეგ საათებში, რომანო დეტალურად აშუქებდა მოლაპარაკებებს პსჟ-სთან და თავისი ცნობილი Here we go!-თი დაადასტურა მესის გადასვლა პარიზში.
ივლისი 2021
ივლისის დასაწყისი - მესის ბარსელონასთან კონტრაქტი ოფიციალურად 30 ივნისს ამოეწურა, მაგრამ ყველას (მესის, ლაპორტას, გულშემატკივრებს, მედიას) ეგონა, რომ კონტრაქტი მალე გახანგრძლივდებოდა.
ივლისის შუა რიცხვები – ფაბრიციო რომანო ბევრჯერ წერდა, რომ „მესის უნდა დარჩენა, ბარსა მუშაობს საბოლოო დეტალებზე. შეთანხმება ახლოსაა.“
15-25 ივლისი - გავრცელდა ინფორმაცია, რომ მესი 5-წლიან ხელშეკრულებას დათანხმდა ხელფასის შემცირებით. რომანომ დაადასტურა, რომ ლეო თანახმა იყო ანაზღაურების 50%-ით შემცირებაზე, რათა დარჩენილიყო.
4 აგვისტო, 2021
ფაბრიციო რომანო: „ბარსელონა ემზადება მესის ახალი კონტრაქტის გამოცხადებისთვის. მხარეები ფინანსურ ნაწილზე შეთანხმდნენ ხელფასის შემცირების შემდეგ.“
ლეო მესის ბარსელონაში დარჩენა და ახალი კონტრაქტის გაფორმება არასოდეს ყოფილა ეჭვქვეშ. ოფიციალური განცხადება მალე გამოქვეყნდება... ეს უახლოეს საათებშია მოსალოდნელი.
ამ მომენტში ყველას ეგონა, რომ ყველაფერი გადაწყვეტილი იყო. თავად მესის ოჯახიც კონტრაქტის განახლებას ელოდა.
5 აგვისტო, 2021 - ბომბის აფეთქება
დღისით ბარსელონამ ოფიციალური განცხადება გაავრცელა:
მესი აღარ ითამაშებს ბარსელონაში.
ფაბრიციო რომანომ მყისიერად დაწერა:
„ლეო მესი აღარ ითამაშებს ბარსელონაში. შეთანხმება არსებობდა, მაგრამ ლა ლიგის წესების გამო დარეგისტრირება ვერ მოხერხდა. ოფიციალური განცხადებით ეს დასტურდება.“
სოციალური მედია აფეთქდა - მესის წასვლა ბარსელონაში გატარებული 21 წლის შემდეგ დადასტურდა.
6 აგვისტო, 2021
რომანო: „მესი შოკშია, მაგრამ მზადაა პსჟ-ზე დაფიქრდეს. პარი სენ-ჟერმენი უკვე მუშაობს ტრანსფერზე.“
7 აგვისტო, 2021
რომანო: „პსჟ პირდაპირ ესაუბრება მესის მამა ხორხეს. კონტრაქტი 2023 წლამდე, პლუს 2024-ის ვარიანტით განიხილება.“
რომანომ დაამატა: „პსჟ თავდაჯერებულია — here we go მალე.“
ამავდროულად, მესიმ ბარსას სტადიონზე პრესკონფერენცია მოამზადა.
8 აგვისტო, 2021
მესი ბარსას კამპ ნოუზე ჩატარებული ცრემლიანი პრესკონფერენციით დაემშვიდობა.

რომანო მესის ფრაზებს ციტირებდა:
ყველაფერი გავაკეთე დარჩენისთვის. მინდოდა ბარსაში ვყოფილიყავი, ბარსასაც სურდა. მაგრამ ლა ლიგის წესებმა ეს შეუძლებელი გახადა.
9 აგვისტო, 2021
რომანო: „მესი ხვალ პარიზში ჩაფრინდება. სამედიცინო შემოწმება და კონტრაქტის ხელმოწერა პსჟ-სთან დაგეგმილია.“
პარიზელი გულშემატკივრები აეროპორტში და პარკ დე პრენსის წინ იკრიბებოდნენ.
10 აგვისტო, 2021 - Here We Go
ფაბრიციო რომანო: „ლეო მესი პარი სენ-ჟერმენს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა, შეთანხმება შედგა, here we go. კონტრაქტი 2023 წლამდე, პლუს 2024-მდე ვარიანტით. მესი 30 ნომრით ითამაშებს.“
Here We Go! ფაბრიციო რომანო საქართველოში ჩამოდის