ატალანტასთან მატჩის წინ პარი სენ-ჟერმენის მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ ხვიჩა კვარაცხელიას მდგომარეობაზე ისაუბრა.
„არ ვიცით, კვარაცხელია შეძლებს თუ არა თამაშს. ბოლო შეხვედრაში მან ძალიან ცუდი დარტყმა მიიღო წვივში. ჩვენ არ გვიყვარს ფეხბურთელების რისკის ქვეშ დაყენება;
გადაწყვეტილებას ხვალ მივიღებთ.
ჩვენი მიზანია ისევ მოვიგოთ ჩემპიონთა ლიგა - ეს, რა თქმა უნდა, ამბიციურია, მაგრამ ამის გაკეთების უნარი ნამდვილად გვაქვს.“ - განაცხადა ესპანელმა სპეციალისტმა.
ლუის ენრიკე: "ზედიზედ მეორე ლიგას ვუმიზნებთ - პირველად მისი მოგება უფრო რთულია, ვიდრე მეორედ ან მესამედ"
პსჟ ლიგის ფაზაში პირველ შეხვედრას პარკ დე პრენსზე იტალიური კლუბის წინააღმდეგ ჩაატარებს. მატჩი 17 სექტემბერს, 23:00 საათზე დაიწყება.
5 ქართველი ჩემპიონთა ლიგაზე - რას უნდა ველოდეთ თითოეულისგან