ლუის ენრიკემ ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ მეორედ მოგების სურვილი გამოთქვა.
ხვალ პსჟ თავის ახალ სეზონს ტურნირზე ატალანტასთან მატჩით დაიწყებს.
„წინა სეზონისგან განსხვავებას ვერ ვხედავ, ყველა თამაში რთულია. უარესად ვთამაშობთ? მე არ გეთანხმებით. ყოველთვის ვაანალიზებთ იმას, თუ რას ვაკეთებთ მოედანზე. წინა სეზონი დაბალი ეფექტურობის გამო რთული იყო. თუმცა, ეს ნორმალური პროცესია იმ გუნდისთვის, რომელსაც გაუმჯობესება და განვითარება სურს. ახლა ჩემპიონთა ლიგაზე გაცილებით დიდი თავდაჯერება გვაქვს, ვიდრე შარშან.
ევროპული ტიტულის მოპოვების შემდეგ, ჩვენი - ანუ კლუბის, ქალაქის და გულშემატკივრების მიზანია, კვლავ შევიდეთ ისტორიაში და ჩემპიონთა ლიგა ზედიზედ მეორედ მოვიგოთ. ამბიციურები უნდა ვიყოთ.
ჩემს მენტალიტეტში დევს განვითარებისკენ სწრაფვა, ფეხბურთელებისთვის ჩვენება, რომ დამშვიდება და დაკმაყოფილება არ შეიძლება. ამბიციური უნდა იყო, ეს ნორმალურია, მუდმივად განვითარებაზე უნდა იფიქრო.
პირველი ტიტულის მოპოვება ყოველთვის რთულია, რადგან ფეხბურთელები არ ფიქრობენ, რომ ამის გაკეთება შეუძლით. თუმცა, ჩვენ მათ გზა დავანახეთ. ახლა მთელ ახალგაზრდა პსჟ-ს სურს გამარჯვება, იმიტომ რომ თავადაც დარწმუნდნენ, რომ შეუძლიათ. ჩემთვის პირველად მოგება უფრო რთულია, ვიდრე მეორედ ან თუნდაც მესამედ.
ფეხბურთელების დამატებითი მოტივაციისთვის არაფრის გაკეთება არ მჭირდება. ისინი შარშანდელივით მოტივირებულები და ამბიციურები არიან. წინა სეზონში ვამბობდი, რომ ამ ფეხბურთელებს თამაში მოსწონთ და მათი მოტივაცია ადვილი ამბავია. დარწმუნებულები ვართ, რომ ტიტულის შანსი კვლავაც გვაქვს." - აღნიშნა ესპანელმა სპეციალისტმა.