ჯეიმი კარაგერს ჩემპიონთა ლიგის ფავორიტად ბარსელონა მიაჩნია.
ლივერპულის ყოფილ მცველს, ლიგის ახალი სეზონის დაწყების წინ, დაასახელოს, ვინ არის მისი აზრით ტურნირის მთავარი ფავორიტი, ვინ გახდება ბომბარდირი და რა სიურპრიზი გველის ამ სეზონში.
„ბარსელონას დავასახელებ, რომელმაც წინა სეზონში მომხიბლა. ვფიქრობ, ისინი წელსაც ახლოს იქნებიან.
საუკეთესო ბომბარდირად ისაკს ავირჩევ. ლივერპულიც ახლოს იქნება ტიტულთან. საერთოდ, ბარსელონა - ლივერპული მაგარი ფინალი იქნებოდა.
სიურპრიზი? ჩემპიონთა ლიგაზე ექვსი ინგლისური გუნდი მონაწილეობს. მსგავსი რამ აქამდე არასდროს არ მომხდარა. პრემიერ ლიგა ევროპაში საუკეთესოდ მიმაჩნია, მაგრამ ძალიან გამიკვირდება, თუ პლეი-ოფში სამზე მეტ ინგლისურ გუნდს ვიხილავ.
- და სიურპრიზი რაშია?
ის, რომ საუკეთესო ევროპული ლიგის გუნდების 50%-ზე მეტი ვერ გავა პლეი-ოფში."