ლამინ იამალი ბარსელონას ნიუკასლთან მატჩში ვერ დაეხმარება.
18 წლის შემტევი ტრავმის გამო მატჩის განაცხადში ვერ მოხვდა და გუნდთან ერთად ინგლისში არ გაემგზავრება.
ბარძაყის კუნთის დაზიანების გამო, ფეხბურთელმა გასულ უქმეებზე ვალენსიასთან მატჩი გამოტოვა, რომელიც გუნდმა მის გარეშე 6:0 მოიგო.
Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, ეჭვქვეშ დგას იამალის მონაწილეობა ხეტაფესთან და ოვიედოსთან თამაშებშიც, რომელიც 21 და 25 სექტემბერს გაიმართება.
ბარსელონა ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში ნიუკასლს ხვალ, 18 სექტემბერს, გასვლაზე დაუპირისპირდება.