ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon

  • ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

სპორტის გურუ

სიახლეები

ერთ დღეში შეცვლილი რეალობა - მესი, ბარსელონა და ფაბრიციო რომანო
ფეხბურთიფეხბურთი

ერთ დღეში შეცვლილი რეალობა - მესი, ბარსელონა და ფაბრიციო რომანო

2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

ლინკის დაკოპირება

-

Aa

+

ფონტის ზომა

2021 წლის ზაფხულში, ლიონელ მესის კონტრაქტი ბარსელონასთან ამოიწურა. მესიც და ბარსელონაც თანამშრომლობის გაგრძელებას აპირებდნენ და ახალი კონტრაქტიც პრაქტიკულად შეთანხმებული იყო.


თუმცა, ლა ლიგის ფინანსური ფეარ-პლეის წესების და ბარსას რთული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, კლუბმა ვერ მოახერხა მესის ახალი კონტრაქტის რეგისტრაცია სახელფასო ჭერის დარღვევის გარეშე.


2021 წლის 5 აგვისტოს ბარსელონამ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ მესი კლუბში აღარ დარჩებოდა. ორი დღის შემდეგ, არგენტინელმა ცრემლიანი პრესკონფერენციით დაადასტურა თავისი წასვლა. მალე ის თავისუფალი აგენტის სტატუსით პარი სენ-ჟერმენს შეუერთდა.


ფაბრიციო რომანო ერთ-ერთი მთავარი ჟურნალისტი იყო, რომელიც გულშემატკივრებს წუთი წუთზე ამცნობდა სიახლეებს. იმ ზაფხულს ის არაერთხელ ადასტურებდა, რომ მესის კონტრაქტის განახლება შეთანხმებული და თითქმის დასრულებული ამბავი იყო.


ვინ არის ფაბრიციო რომანო?


5 აგვისტოს, რომანომ შოკისმომგვრელი ამბავი გაავრცელა: „ლეო მესი ბარსელონაში არ დარჩება“, და ახსნა, რომ ფინანსურმა რეგულაციებმა დაბლოკა შეთანხმება.


შემდეგ საათებში, რომანო დეტალურად აშუქებდა მოლაპარაკებებს პსჟ-სთან და თავისი ცნობილი Here we go!-თი დაადასტურა მესის გადასვლა პარიზში.


ივლისი 2021


ივლისის დასაწყისი - მესის ბარსელონასთან კონტრაქტი ოფიციალურად 30 ივნისს ამოეწურა, მაგრამ ყველას (მესის, ლაპორტას, გულშემატკივრებს, მედიას) ეგონა, რომ კონტრაქტი მალე გახანგრძლივდებოდა.


ივლისის შუა რიცხვები – ფაბრიციო რომანო ბევრჯერ წერდა, რომ „მესის უნდა დარჩენა, ბარსა მუშაობს საბოლოო დეტალებზე. შეთანხმება ახლოსაა.“


15-25 ივლისი - გავრცელდა ინფორმაცია, რომ მესი 5-წლიან ხელშეკრულებას დათანხმდა ხელფასის შემცირებით. რომანომ დაადასტურა, რომ ლეო თანახმა იყო ანაზღაურების 50%-ით შემცირებაზე, რათა დარჩენილიყო.


4 აგვისტო, 2021


ფაბრიციო რომანო: „ბარსელონა ემზადება მესის ახალი კონტრაქტის გამოცხადებისთვის. მხარეები ფინანსურ ნაწილზე შეთანხმდნენ ხელფასის შემცირების შემდეგ.“


ლეო მესის ბარსელონაში დარჩენა და ახალი კონტრაქტის გაფორმება არასოდეს ყოფილა ეჭვქვეშ. ოფიციალური განცხადება მალე გამოქვეყნდება... ეს უახლოეს საათებშია მოსალოდნელი.


ამ მომენტში ყველას ეგონა, რომ ყველაფერი გადაწყვეტილი იყო. თავად მესის ოჯახიც კონტრაქტის განახლებას ელოდა.


5 აგვისტო, 2021 - ბომბის აფეთქება


დღისით ბარსელონამ ოფიციალური განცხადება გაავრცელა:


მესი აღარ ითამაშებს ბარსელონაში.


ფაბრიციო რომანომ მყისიერად დაწერა:


„ლეო მესი აღარ ითამაშებს ბარსელონაში. შეთანხმება არსებობდა, მაგრამ ლა ლიგის წესების გამო დარეგისტრირება ვერ მოხერხდა. ოფიციალური განცხადებით ეს დასტურდება.“


სოციალური მედია აფეთქდა - მესის წასვლა ბარსელონაში გატარებული 21 წლის შემდეგ დადასტურდა.


6 აგვისტო, 2021


რომანო: „მესი შოკშია, მაგრამ მზადაა პსჟ-ზე დაფიქრდეს. პარი სენ-ჟერმენი უკვე მუშაობს ტრანსფერზე.“


7 აგვისტო, 2021


რომანო: „პსჟ პირდაპირ ესაუბრება მესის მამა ხორხეს. კონტრაქტი 2023 წლამდე, პლუს 2024-ის ვარიანტით განიხილება.“


რომანომ დაამატა: „პსჟ თავდაჯერებულია — here we go მალე.“


ამავდროულად, მესიმ ბარსას სტადიონზე პრესკონფერენცია მოამზადა.


8 აგვისტო, 2021


მესი ბარსას კამპ ნოუზე ჩატარებული ცრემლიანი პრესკონფერენციით დაემშვიდობა.



რომანო მესის ფრაზებს ციტირებდა:


ყველაფერი გავაკეთე დარჩენისთვის. მინდოდა ბარსაში ვყოფილიყავი, ბარსასაც სურდა. მაგრამ ლა ლიგის წესებმა ეს შეუძლებელი გახადა.


9 აგვისტო, 2021


რომანო: „მესი ხვალ პარიზში ჩაფრინდება. სამედიცინო შემოწმება და კონტრაქტის ხელმოწერა პსჟ-სთან დაგეგმილია.“


პარიზელი გულშემატკივრები აეროპორტში და პარკ დე პრენსის წინ იკრიბებოდნენ.


10 აგვისტო, 2021 - Here We Go


ფაბრიციო რომანო: „ლეო მესი პარი სენ-ჟერმენს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა, შეთანხმება შედგა, here we go. კონტრაქტი 2023 წლამდე, პლუს 2024-მდე ვარიანტით. მესი 30 ნომრით ითამაშებს.“


Here We Go! ფაბრიციო რომანო საქართველოში ჩამოდის

თაზო ჩარკვიანი

თაზო ჩარკვიანი

ბარსელონა
ფაბრიციო რომანო
ლა ლიგა
მესი
პსჟ
ტრანსფერები

ლინკის დაკოპირება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

მოქმედი ჩემპიონი და ფინალისტი იწყებენ, ლივერპული-ატლეტიკო და ბაიერნი-ჩელსი

•ფეხბურთი

ფეხბურთი

მოქმედი ჩემპიონი და ფინალისტი იწყებენ, ლივერპული-ატლეტიკო და ბაიერნი-ჩელსი
•ფეხბურთი

ფეხბურთი

როდრიგო: "მთელი ზაფხული ხან ერთ გუნდში მიშვებდნენ, ხან მეორეში"

•ფეხბურთი

ფეხბურთი

როდრიგო: "მთელი ზაფხული ხან ერთ გუნდში მიშვებდნენ, ხან მეორეში"
•ფეხბურთი

ფეხბურთი

"გადაწყვეტილებას ხვალ მივიღებთ" - ენრიკე კვარაცხელიაზე

•ფეხბურთი

ფეხბურთი

"გადაწყვეტილებას ხვალ მივიღებთ" - ენრიკე კვარაცხელიაზე
•ფეხბურთი

ფეხბურთი

იამალი ბარსელონას ვერც ნიუკასლთან დაეხმარება

•ფეხბურთი

ფეხბურთი

იამალი ბარსელონას ვერც ნიუკასლთან დაეხმარება
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

6 სთ წინ

მოქმედი ჩემპიონი და ფინალისტი იწყებენ, ლივერპული-ატლეტიკო და ბაიერნი-ჩელსი

News image

27 წთ წინ

როდრიგო: "მთელი ზაფხული ხან ერთ გუნდში მიშვებდნენ, ხან მეორეში"

News image

23 სთ წინ

"გადაწყვეტილებას ხვალ მივიღებთ" - ენრიკე კვარაცხელიაზე

News image

21 წთ წინ

იამალი ბარსელონას ვერც ნიუკასლთან დაეხმარება