ლუიშ ფიგუს ჰკითხეს, რეალის რომელი ფეხბურთელი მოუხდებოდა ყველაზე მეტად დღევანდელ ბარსელონას.
კატალონიური და მადრიდული კლუბების ექს-ფეხბურთელის აზრით, ჰანსი ფლიკის სქემისთვის იდეალური ელემენტი ფედე ვალვერდე იქნებოდა.
„შესანიშნავი ფეხბურთელია, რომელიც მუდამ უმაღლეს დონეს დებს. ის სანდოობის განსახიერებაა და თავისი გუნდისთვის საკვანძო ფიგურაა." - აღნიშნა ლუიშ ფიგუმ.
ანალოგიურ შეკითხვაზე, თუ ვის წაიყვანდა ბარსელონადან რეალში, პორტუგალიელმა უპასუხა, რომ პედრის.