ინგლისელი ფეხბურთელი რეალის განაცხადში ამ სეზონში პირველად მოხვდა.
ფეხბურთელს ივლისში მხარზე ოპერაცია დასჭირდა, რის გამოც სეზონის სტარტი გაუცდა. თავდაპირველი ვარაუდით ჯუდი მოედანზე ოქტომბერში უნდა დაბრუნებულიყო, თუმცა ჩაბი ალონსომ ის ჩემპიონთა ლიგის ხვალინდელი მატჩის განაცხადში შეიყვანა.
უცნობია, რამდენად გავა ხვალ ჯუდი მოედანზე, თუმცა გუნდთან ერთად სანტიაგო ბერნაბეუზე ის ნამდვილად იქნება.
ბელინგემის გარდა, ამ სეზონში პირველად მოხვდა განაცხადში ედუარდო კამავინგაც.
ხვალ, 16 სექტემბერს, ლიგის პირველ ტურში რეალი მარსელს დაუპირისპირდება.
მეკარეები: კურტუა, ლუნინი, ფრან გონსალესი
მცველები: კარვახალი, მილიტაო, ალაბა, ტრენტი, ასენსიო, კარერასი, ფრან გარსია, ჰაუსენი
ნახევარმცველები: ბელინგემი, კამავინგა, ვალვერდე, ჩუამენი, არდა გიულერი, სებალიოსი
თავდამსხმელები: ვინი, მბაპე, როდრიგო, გონსალო, ბრაჰიმი, მასტანტუონო.