კილიან მბაპემ მადრიდის რეალის ვარჯიშზე დააგვიანა.
როგორც ესპანური გადაცემა El Chiringuito TV იტყობინება, მადრიდელების დღევანდელი შეკრება დილის 10 საათზე იყო ჩანიშნული, მბაპეს ავტომობილი კი ბაზაზე 10:02-ზე გამოჩნდა.
ჯერჯერობით უცნობია, იქნება თუ არა ფრანგის წინააღმდეგ მიღებული დისციპლინარული ზომები.
შეგახსენებთ, რომ ანალოგიური მიზეზის გამო, ბარსელონას შემტევი რაფინია ვალენსიასთან გუშინდელ მატჩში სასტარტო შემადგენლობის მიღმა დარჩა.
სამაგიეროდ, ბრაზილიელი მოედანზე მეორე ტაიმის სტარტზე გამოჩნდა და ვალენსიას 6:0 განადგურებაში დუბლით მიიღო მონაწილეობა.
რამდენიმე თვის წინ მიცემულ ინტერვიუში, ტონი კროოსმა აღიარა, რომ ბარსელონასა და რეალში მსგავს საკითხებზე მიდგომა განსხვავდება - თუ ბარსაში ფეხბურთელებს დაგვიანებებისთვის სჯიან, რეალში ამას მარტივად უდგებიან.