ესპანეთის ლა ლიგის მე-4 ტურში ბარსელონა ვალენსიას დაუპირისპირდა.
შეხვედრაში ანგარიში 29-ე წუთზე ფერმინ ლოპესმა გახსნა და ბლაუგრანას პირველი ტაიმი 1-0 მოაგებინა.
მეორე ტაიმში ჰანსი ფლიკის გუნდმა უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა და საბოლოოდ მონაგარს 5 უპასუხო გოლი დაამატა. 53-ე წუთზე რაფინიამ მარკუს რაშფორდის პასის შემდეგ ანგარიში 2-0 გახადა, აქედან 3 წუთში კი ფერმინ ლოპესმა დუბლი შეასრულა.
66-ე წუთზე უკვე ბრაზილიელმაც შეასრულა დუბლი და ტაბლოზე 4-0 დაფიქსირდა. ფერმინსა და რაფინიას არ ჩამორჩა რობერტ ლევანდოვსკიც და 76-ე და 86-ე წუთებზე ორი გოლის გატანა შეძლო.
საბოლოოდ კატალონიელებმა ვალენსია 6-0 გაანადგურეს და 4 ტურის შემდეგ 10 ქულა დაუგროვდათ.
მომდევნო ტურში ფლიკის გუნდი ხეტაფეს დაუპირისპირდება.