ბარსელონას ერთ-ერთი ლიდერი ლამინ იამალი ტრავმირებულია.
ინფორმაცია ბარსელონას მთავარმა მწვრთნელმა, ჰანსი ფლიკმა დაადასტურა.
„ესპანეთის ნაკრებმა მას ტკივილგამაყუჩებლები დაალევინა და მაინც ათამაშა, მაშინაც კი, როცა იგებდნენ.
ასე არ შეიძლება, ეს ფეხბურთელების გაფრთხილება არ არის. მატჩებს შორის დისკომფორტის გამო არც კი ვარჯიშობდა, მაგრამ მაინც ათამაშებდნენ. ძალიან გულდაწყვეტილი ვარ.
ესპანეთმა თითო მატჩში 3+ გოლი გაიტანა, თუმცა იამალი 79 და 73 წუთებამდე მაინც მოედანზე იყო. ფეხბურთელებს ასე არ უფრთხილდებიან. მგონია, რომ ესპანეთს ამის საჭიროება არ ჰქონია, რადგან მსოფლიოში საუკეთესო გუნდი ჰყავთ და თითო პოზიციაზე ერთზე ბევრად დიდი არჩევანი აქვთ." - აღნიშნა გერმანელმა სპეციალისტმა.
დისკომფორტის გამო იამალის მონაწილეობა ვალენსიასთან ხვალინდელ მატჩში გამოირიცხა, ნიუკასლთან შუა კვირაში ჩემპიონთა ლიგის მატჩში კი - ეჭვქვეშ დგას.