სამუელ უმტიტი კარიერის დასრულებისთვის ემზადება.
როგორც ფრანგული გამოცემა RMC Sport იტყობინება, თავისუფალი აგენტის სტატუსში მყოფი ფეხბურთელი დღეს თავისი ყოფილი კლუბის, ლიონის ბაზას ეწვია.
თუმცა, საქმე ეხება არა კონტრაქტის შესაძლო გაფორმებას, არამედ უმტიტის პირადი ვიდეოს გადაღების სურვილს. ფრანგული პრესა ვარაუდობს, რომ ცენტრალურმა მცველმა ყოფილი კლუბის ბაზაზე გამოსამშვიდობებელი ვიდეო ჩაწერა.
ამჟამად ყველაფერი იმაზე მიანიშნებს, რომ უმტიტი საფეხბურთო კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადებს.
უკანასკნელად ბარსელონას, ლიონის და ლილის ყოფილი მცველი მოედანზე 2024 წლის იანვარში გავიდა. 2018 წელს ის საფრანგეთის ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონი გახდა.