ტიაგო ალკანტარა ბარსელონას სამწვრთნელო შტაბში დაბრუნდა.
კატალონიელთა 34 წლის აღზრდილი, რომელიც ბარსელონას გარდა ბაიერნსა და ლივერპულში თამაშობდა, ჰანსი ფლიკის სამწვრთნელო შტაბს შეუერთდა.
ბარსელონას შტაბში ალკანტარა სხვა ყველაფერთან ერთად ტაქტიკასა და ვარჯიშებისთვის მომზადებაზე იქნება პასუხისმგებელი.
დღეს ტიაგო გუნდთან ერთად ვარჯიშს შეუდგა. ესპანეთის ნაკრების ყოფილი ნახევარმცველის მოვალეობა იქნება ასევე ფეხბურთელებისთვის საკუთარი გამოცდილების გაზიარებაც.
შეგახსენებთ, რომ ტიაგო ბარსას სამწვრთნელო შტაბში უკვე მუშაობდა - წინა წლის ივლისიდან აგვისტომდე.