მუხლის ტრავმის გამო გავის შესაძლოა 6 კვირამდე გაუცდეს.
ბარსელონას ესპანელ ფეხბურთელს მარჯვენა მუხლში დისკომფორტი აქვს - ამავე მუხლზე 2023 წლის ბოლოს ფეხბურთელმა ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა და თითქმის 1 წელი გაუცდა.
რაიო ვალეკანოსთან ბოლო მატჩი, ისევე როგორც ესპანეთის ნაკრების სექტემბრის თამაშები, გავიმ სწორედ მუხლში დისკომფორტის გამო გამოტოვა.
Marca-ს ინფორმაციით, ამ ეტაპზე გავის კონსერვატიული მკურნალობა უტარდება, რომელსაც 6 კვირამდე სჭირდება. თუ ეს მკურნალობა შედეგს არ გამოიღებს, ფეხბურთელს შესაძლოა განმეორებითი ოპერაცია დასჭირდეს.
მომდევნო კვირაში ახალი სამედიცინო საბჭო გაიმართება, რომელზეც ბოლო დღეების დინამიკას დააკვირდებიან.
რამდენადაც ამ ეტაპზეა ცნობილი, ეს არა ძველი ტრავმის რეცივიდი, არამედ ახალი დაზიანებაა - ფეხბურთელს დისკომფორტი მარჯვენა მუხლის სხვა მიდამოში აქვს.