ბარსელონასა და რეალის ყოფილმა ფეხბურთელმა, ლეგენდარულმა ლუიშ ფიგუმ, პედრისა და ფედე ვალვერდეს შესახებ მოკლე კომენტარი გააკეთა.
ჟურნალისტმა ფიგუს ჰკითხა, მისი 2000 წლის ტრანსფერის მსგავსად, თუ წარმოიდგენდა ფეხბურთელს ამჟამად, რომელიც ბარსადან რეალში გადავიდოდა და, ასევე, პირიქით.
„თუკი ბარსადან ახლა ვინმეს რეალში გადავიყვანდი, ეს პედრი იქნებოდა. საპირისპიროდ, ბარსელონას ფედე ვალვერდეთი გავაძლიერებდი. ისინი თავიანთი გუნდებისთვის უსაფრთხოების გარანტორები და უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელები არიან“, - აღნიშნა ფიგუმ.
ლუიშ ფიგუ ბარსელონადან რეალში 2000 წლის ივლისში, 62 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა და კლუბში 2005 წლის ზაფხულამდე დარჩა.