ბარსელონას ვინგერმა რაფინიამ პარიზის დისნეილენდის თანამშრომლებით გამოთქვა უკმაყოფილება.
ბრაზილიელმა ფეხბურთელმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ვიდეო, რომელზეც ანიმატორი სხვა ბავშვებს ეხუტება, მაგრამ რაფინიას შვილს არ ეკონტაქტება.
„თქვენი თანამშრომლები - სამარცხვინოები არიან. ადამიანებთან ასე მოპყრობა არ შეიძლება, ბავშვთან მითუმეტეს.
თქვენი სამსახურია - ბავშვები გააბედნიეროთ და არა დააიგნორიროთ. მირჩევნია ამას დაიგნორება დავარქვა, რომ უარესი არაფერი ვთქვა. სამარცხვინოები ხართ.
მესმის თანამშრომლების დაღლილობა, მაგრამ რატომ ჩაეხუტნენ ყველა თეთრ ბავშვს, ხოლო ჩემსას - არა? მას უბრალოდ გამარჯობის თქმა და ჩახუტება უნდოდა. გაგიმართლათ, რომ ის ვერ ხვდება. მე თქვენ მეზიზღებით.
ეს თანამშრომელი არის ნეხვი. ეს თანაშრომელი არის უტვინო." - წერს რაფინია სოციალურ ქსელში.