ინიგო მარტინესმა გასული სეზონის ელ კლასიკოები გაიხსენა.
წინა სეზონში ბარსელონამ რეალს ოთხიდან ოთხი მატჩი მოუგო: ორი ლა ლიგაში, ერთი სუპერთასის ფინალში და ერთიც - კოპა დელ რეის ფინალში.
„რეალი მხოლოდ ჩვენ გვცემდა პატივს. მოედანზე ამის დანახვა ძალიან მარტივი იყო.
მოედანზე როგორც კი გავიდოდით, რამდენიმე ეპიზოდის შემდეგ, მათ სახეზე უძლურობა შეინიშნებოდა.
ამას ჩვენც კარგად ვგრძნობდით და ამიტომ მოვიგეთ ყველა თამაში." - აღნიშნა ესპანელმა მცველმა, რომელიც ამ ზაფხულს ბარსელონადან ალ ნასრში გადავიდა.