ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon

  • ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

სპორტის გურუ

სიახლეები

"წასვლა არ მინდოდა, თქვენ მითხარით, რომ მეფრინა", - სერხიო რამოსმა რეალს სიმღერა მიუძღვნა
ფეხბურთიფეხბურთი

"წასვლა არ მინდოდა, თქვენ მითხარით, რომ მეფრინა", - სერხიო რამოსმა რეალს სიმღერა მიუძღვნა

03 სექ, 2025 · 0 წთ წასაკითხად

ლინკის დაკოპირება

-

Aa

+

ფონტის ზომა

Cibeles - მოედანი, სადაც რეალი გამარჯვებებს ზეიმობს.


სერხიო რამოსმა სიმღერა გამოუშვა სახელწოდებით Cibeles. კი, მადრიდის რეალზე. კლიპიც კი აქვს.



რაზე მღერის სერხიო?


სიტყვები რომ არ იცოდე, კლიპის დიდი ნაწილი უბრალოდ ყოფილზე დარდს ჰგავს. სიტუაციის აღქმაში კლიპი გვეხმარება, სადაც სერხიოს მომენტებია ასახული რეალის მაისურით. ტექსტში საკმაოდ ბევრი გზავნილია რეალისთვის, რომელშიც რამოსი დარდობს მადრიდული კარიერის ცუდ დასასრულს და ფლორენტინო პერესსაც კრავს კბილს.


„არის რაღაცები, რასაც არ ვამბობ, მაგრამ დღემდე მტკივა.


წასვლა არასდროს არ მდომებია, თქვენ მითხარით რომ მეფრინა."


პირველივე სტრიქონში სერხიო გვიდასტურებს, რომ რეალიდან წასვლა არ უნდოდა. ამბობს, რომ გიჟდებოდა გულშემატკივრებზე, რომელთა მხარდაჭერაც აფრთიანებდა და სასწაულების ძალას აძლევდა. რომ ის კლუბზე გიჟდებოდა და თავს არასდროს არ ზოგავდა.


„იმედია, ყველაფერი კარგად გაქვს. თუმცა, მე უშენოდ ცუდად ვარ.


კარგია, რომ წავედი, იმიტომ რომ თქვენ ჩემს მიმართ ასე არ ყოფილხართ განწყობილი.


თქვენ გიყვარდით, მეც მიყვარდით. მაგრამ, ვიღაც ყოველთვის მეტს აკეთებს.


ყველაფერი იყო როგორც ოცნებებში, სანამ გაღვიძება არ მოგვიწია."


ამ ფრაგმენტში ბევრი ხელმძღვანელობის კრიტიკას ხედავს. რამოსმა რამდენჯერმე გაუსვა ხაზი, რომ ყოველთვის გუნდის ინტერესებში მოქმედებდა, მაგრამ ეს მიდგომა ორმხრივი არ იყო. ფლორენტინო პერესმა 2021-ში არ შესთავაზა ესპანელს კონტრაქტი, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო მომენტში ესპანელი 1-წლიან შეთანხმებაზეც იყო თანახმა.



„გიყურებთ და ისევ ისეთი დიდებულები ხართ!


ცხოვრება გასწავლის, რომ შეუცვლელი არავინაა.


თამაში 90 წუთს გრძელდება და მე 90-ვე წუთს თქვენ გაძლევდით. უფრო სწორად, სამი წუთით მეტსაც კი - ანუ იმაზე მეტს, ვიდრე საჭიროა."


რა თქმა უნდა, რამოსს არ შეეძლო არ გაეხსენებინა თავისი მადრიდული კარიერის მთავარი მომენტი - ის გოლი 93-ე წუთზე, ჩემპიონთა ლიგის 2013/14 წლების ფინალში. ხომ გახსოვთ, მექსიკურ მონტერეიში რამოსმა სწორედ 93-ნომრიანი მაისური მოირგო.



„თქვენ დამივიწყეთ, გვერდზე დამტოვეთ


არჩევნის საშუალების გარეშე - ეს ყველაზე მტკივნეულია


და მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი ასე დასრულდა, სიამოვნებით დავბრუნდებოდი.


ერთხელაც და ათასჯერაც - და შენ ეს იცი, სიბელეს."


როგორც ჩანს, მთავარი არის გზავნილი - რომ სერხიო მზად არის დაბრუნდეს. და ის მიმართავს არა რეალის ხელმძღვანელობას, არამედ სიბელესს - მადრიდის შუა გულში მყოფ მოედანს, რომელზეც რეალი საჩემპიონო აღლუმებს ატარებს.


მოედანი სიბელესი - რეალის სიამაყის ადგილი



მიუხედავად იმისა, რომ კლიპის მოქმედება ვითარდება პოსტაპოკალიფსის გარემოში, ადგილი ადვილად ცნობადია – ეს არის სწორედ სიბელესის მოედანი. შადრევნით, რომელიც ეძღვნება უძველეს ბერძენ ქალღმერთს კიბელას, რომლის სახელიც ეწოდა ამ ლოკაციას. აქვე მდებარეობს კომუნიკაციების სასახლე და ესპანეთის ეროვნული ბანკის ოფისი.


რამდენიმე კვარტალი დასავლეთისკენ – და იქ არის გრან ვია და დელ სოლის მოედანი (სადაც დგას დათვისა და მარწყვის ხის ძეგლი), სამხრეთისკენ – პრადოს მუზეუმი, აღმოსავლეთით – ალკალას კარიბჭე და რეტიროს პარკი. ხოლო თუ ჩრდილოეთისკენ წახვალ ბულვარ რეკოლეტოსით და შემდეგ პასეო დე კასტელიანათი, პირდაპირ შეიძლება მიხვიდე სანტიაგო ბერნაბეუსთან.


იმ დღეებში, როცა მადრიდის რეალი დიდ გამარჯვებებს აღნიშნავს, სიბელესის მოედნის გარშემო ყველაფერი იკეტებადა ირგვლივ თეთრი ზღვა იფინება.


კლუბის ავტობუსი პატივისცემის წრეებს აკეთებს შადრევნის გარშემო.


შემდეგ ფეხბურთელები თავად შადრევანზე ადიან – და ჩემპიონთა თასს ქალღმერთის თავზე დგამენ.


ნიკა შაქარაშვილი

ნიკა შაქარაშვილი

რეალი
სერხიო რამოსი
ლა ლიგა

ლინკის დაკოპირება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

VIDEO: ზედიზედ მე-3 ფრე ლა ლიგაში - რეალმა ლიდერობა დაკარგა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

VIDEO: ზედიზედ მე-3 ფრე ლა ლიგაში - რეალმა ლიდერობა დაკარგა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

"ნუ გაიმეორებ ჩემს შეცდომას", - ნეიმარის რჩევა ვინისიუსს

•ფეხბურთი

ფეხბურთი

"ნუ გაიმეორებ ჩემს შეცდომას", - ნეიმარის რჩევა ვინისიუსს
•ფეხბურთი

ფეხბურთი

სერხიო რამოსი მონტერეის მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრის სურვილით ტოვებს

•ფეხბურთი

ფეხბურთი

სერხიო რამოსი მონტერეის მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრის სურვილით ტოვებს
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ლევანტემ გაათავისუფლა მწვრთნელი, რომელმაც გუნდი ლა ლიგაში დააბრუნა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ლევანტემ გაათავისუფლა მწვრთნელი, რომელმაც გუნდი ლა ლიგაში დააბრუნა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

12 სთ წინ

VIDEO: ზედიზედ მე-3 ფრე ლა ლიგაში - რეალმა ლიდერობა დაკარგა

News image

29 ნოე, 2025

"ნუ გაიმეორებ ჩემს შეცდომას", - ნეიმარის რჩევა ვინისიუსს

News image

29 ნოე, 2025

სერხიო რამოსი მონტერეის მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრის სურვილით ტოვებს

News image

20 სთ წინ

ლევანტემ გაათავისუფლა მწვრთნელი, რომელმაც გუნდი ლა ლიგაში დააბრუნა