"ფიფას ვირუსი" პარი სენ-ჟერმენის ლიდერებს უტევს.
უკრაინასთან გუშინდელ მატჩში პსჟ-ს ორმა ვარსკვლავმა მიიღო დაზიანება - ჯერ მეორე ტაიმზე ტრავმირებული დუეს ნაცვლად მოედანზე უსმან დემბელე გამოვიდა, რომელიც თავადაც დაშავდა და 81-ე წუთზე შესაცვლელი გახდა.
როგორც ჟურნალისტი ფაბრის ჰოუკინსი იტყობინება, დემბელეს 6-დან 8 კვირამდე გაუცდება და შესაბამისად, 1 ოქტომბერს ბარსელონასთან მატჩში ის თავის გუნდს ვერ დაეხმარება.
რაც შეეხება დუეს, მან ნაკრების განკარგულება ტრავმის გამო უკვე დატოვა და 3-4 კვირა გაუცდება. შესაბამისად, მისი მონაწილეობა ბარსელონასთან მატჩში ასევე სათუოა.
ბარსელონა და პსჟ ერთმანეთს ჩემპიონთა ლიგის მე-2 სათამაშო დღეს, 1 ოქტომბერს დაუპირისპირდებიან.