გუშინ, 5 სექტემბერს, ლუის ენრიკე ველოსიპედიდან გადმოვარდა და ლავიწის ძვალი გაიტეხა.
„ველოსიპედიდან გადმოვარდნის შედეგედ, პსჟ-ს მწვრთნელს ლუის ენრიკეს გადაუდებელი დახმარება დასჭირდა და ლავიწის ძვალზე ოპერაცია ჩაუტარდება.
პარი სენ-ჟერმენი ლუის ენრიკეს სრულ მხარდაჭერას უცხადებს და სწრაფ გამოჯანმრთელებას უსურვებს.
კლუბი მოგვიანებით დამატებით ინფორმაციას გაავრცელებს." - წერია კლუბის განცხადებაში.