The Athletic-ის ჟურნალისტის, დევიდ ორნშტეინის ცნობით, ტოტენჰემმა პარი სენ-ჟერმენთან რანდალ კოლო მუანის ტრანსფერზე შეთანხმებას მიაღწია.
პარიზელთა 26 წლის თავდამსხმელი ახალ გუნდში ერთწლიანი იჯარის წესით გადავა, ლონდონელებს კი მისი გამოსყიდვის უფლება არ ექნებათ.
ფრანგი ფეხბურთელი ლონდონში სამედიცინო შემოწმებას გაივლის და ტოტენჰემს ოფიციალურად შეურთდება.
კოლო მუანი პარი სენ-ჟერმენს 2023 წელს აინტრახტიდან შეურთდა, გასული სეზონის მეორე ნახევარი კი იჯარის წესით იუვენტუსში გაატარა.
რანდალს საფრანგეთის ნაკრებში 31 მატჩი აქვს ჩატარებული და 9 გოლი გატანილი.