კილიან მბაპეს ჩემპიონთა ლიგის მთავარ ფავორიტებზე ჰკითხეს.
„პირველ ფავორიტად ყოველთვის რეალს ვიტყვი.
ევროპაში ძალიან ბევრი ძლიერი გუნდია, ამ ახალმა ფორმატმა ეს შარშანაც კარგად დაგვანახა.
წელს კიდევ უფრო უკეთესი იქნება." - აღნიშნა მბაპემ Bild-თან საუბარში.
რეალი თავის გზას ჩემპიონთა ლიგაზე მარსელთან საშინაო მატჩით დაიწყებს, ასევე მადრიდელები ლიგის ფაზაზე კაირათს, იუვენტუსს, ლივერპულს, ოლიმპიაკოსს, მან სიტის, მონაკოს და ბენფიკას დაუპირისპირდებიან.