კილიან მბაპემ საფრანგეთის ნაკრებში 51-ე გოლი გაიტანა.
VIDEO: ოლისესა და მბაპეს გოლები - საფრანგეთმა უკრაინა დაამარცხა
უკრაინასთან გატანილი გოლით მბაპე ეროვნულ გუნდში გატანილი გოლებით ტიერი ანრის გაუთანაბრდა, რომელიც ყველა დროის ბომბარდირთა სიაში მე-2 ადგილზეა. ტიერი ანრიმ 51 გოლის გატანა 123 მატჩში მოახერხა, მბაპემ კი ეს 91 თამაშში შეძლო.
საფრანგეთის ნაკრების ყველა დროის ბომბარდირი ოლივიე ჟირუა, რომელსაც 137 მატჩში 57 გოლი აქვს გატანილი.
მბაპეს მიერ ჟირუს გადასწრება ამ სიაში წესით დროის ამბავი უნდა იყოს. კილიანს ყოფილ თანაგუნდელამდე მხოლოდ 6 გოლი აშორებს.
საფრანგეთი მომდევნო მატჩში, 9 სექტემბერს ისლანდიას დაუპირისპირდება.