მადრიდის რეალის ექს-თავკაცმა, კარლო ანჩელოტიმ, წინა სეზონის პრობლემების მიზეზებზე ისაუბრა.
გასულ სეზონში იტალიელის ხელმძღვანელობით რეალმა ვერცერთი მნიშვნელოვანი ტიტული ვერ მოიგო, რის შედეგადაც, კარლომ ბრაზილიის ნაკრები ჩაიბარა, რეალში კი მის ნაცვლად ჩაბი ალონსო დაინიშნა.
ორი ჯანმრთელი მცველი გვყავდა
„წინა სეზონი რთული გამოვიდა. ვერ მივაღწიეთ მიზნებს, რომელიც დავისახეთ.
დაცვაში ბევრი პრობლემა გვქონდა, ძლიერი გუნდის შეკვრა და სოლიდური თავდასხმის კარგი დაცვით მხარდაჭერა გაგვიჭირდა.
დაგვაკლდა მილიტაო, რუდიგერი, ალაბა, მენდი, კარვახალი... ზედმეტად ბევრი მნიშვნელოვანი მოთამაშე.
იყო მატჩები, როცა ორი ჯანმრთელი მცველი გვყავდა შემადგენლობაში, რომელთაგან ერთი რაულ ასენსიო იყო, რომელიც მაგარია, მაგრამ აკადემიიდან იყო ახალი ამოსული."
იტალიელმა ფრანგულ პრესას მბაპეზეც შეაწია ორიოდე სიტყვა:
მბაპეს გაწვრთნა ძალიან ადვილია
„მბაპეს არასდროს მოუთხოვია პენალტების, ჯარიმების ან რაიმეს შესრულების უფლება. რაც იწერებოდა, ტყუილია.
მისი გაწვრთნა ძალიან მარტივია, ის გაწონასწორებულია და შესაფერისად იქცევა." - უთხრა ანჩელოტიმ L'Equipe-ს.