კარლო ანჩელოტიმ უპასუხა შეკითხვას, არის თუ არა ბრაზილია ვალდებული, 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი მოიგოს.
მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონს ტიტული 2002 წლის შემდეგ არ მოუგია.
- მსოფლიოზე ბრაზილიის სიტუაცია ჰგავს თუ არა ჩემპიონთა ლიგაზე რეალისას? ანუ, ხართ თუ არა ვალდებული, რომ ტურნირი მოიგოთ?
ვალდებულები ვართ, რომ მოგება ვცადოთ. არავინაა გამარჯვების ვალდებული. ვინ შეიძლება ფეხბურთში დაავალდებულო? ისიც კი, ვინც თავს საუკეთესოდ მიიჩნევს, ვალდებული არ არის.
6 წელიწადში ლიგა მხოლოდ 3-ჯერ მოვიგე
ბევრი რამ შეიძლება მოხდეს, რაც საბოლოო შედეგს შეცვლის. რეალში ექვსი წელი ვიმუშავე, თუმცა ჩემპიონთა ლიგა ექვსივეჯერ ვერ მოვიგე. მხოლოდ სამჯერ." - ღიმილით უპასუხა იტალიელმა სპეციალისტმა.
პაპა კარლომ რეალთან ერთად ჩემპიონთა ლიგა 2014, 2022 და 2024 წლებში მოიგო.