ჩაბი ალონსო რეალის ბოლო 5 მწვრთნელს შორის ერთადერთია, რომელმაც ლა ლიგის პირველ 4 მატჩში 4 გამარჯვება მოიპოვა.
მე-4 ტურში რეალმა სტუმრად სოსიედადი 2:1 დაამარცხა და 12 ქულით ლა ლიგის ცხრილს ერთპიროვნულად ჩაუდგა სათავეში.
რეალის უკანასკნელი მწვრთნელი, რომელმაც თავის სადებიუტო სეზონში ლა ლიგის 4-დან 4 გამარჯვებით დაწყება მოახერხა - მანუელ პელეგრინი იყო 2009 წელს. საინტერესოა, რომ მაშინ ალონსო რეალის ფეხბურთელი იყო.
ასეთივე სტარტი ჰქონდათ რეალში ვანდერლეი ლუშემბურგოს (2005), ენრიკე ფერნანდესს (1953) და ხოსე კირანტეს (1929).
აქვე ხაზს გავუსვამთ, რომ იგულისხმება მხოლოდ რეალში სადებიუტო სეზონი.