ერიკ აბიდალმა თავის გარდაცვალებაზე ინფორმაცია უარყო.
სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბარსელონას და საფრანგეთის ნაკრების ყოფილი მცველი ღვიძლის განმეორებითი გადანერგვით გამოწვეული გართულებების გამო გარდაიცვალა.
„რაღაც ჭორების გავრცელება უბრალოდ არ შეიძლება. ოჯახში ვარ, ყველაფერი კარგად მაქვს. ჩემი ოჯახის და ჩემი პატივისცემა უნდა გამოიჩინოთ.
განვმარტავ: ცოცხალი ვარ, კარგად ვარ. მადლობა მხარდაჭერისთვის და თანაგრძნობისთვის. მოდით, ვკონცენტრირდეთ იმაზე, რაც მართლა მნიშვნელოვანია." - წერს აბიდალი ინსტაგრამში.
2011 წელს აბიდალს ღვიძლის სიმსივნე აღმოუჩინეს, რის გამოც მას ოპერაცია დასჭირდა ჯერ სიმსივნის ამოკვეთის, შემდეგ კი ორგანოს გადანერგვის.