მადრიდის რეალმა ჩემპიონთა ლიგაზე თავის სასარგებლოდ დანიშნული პენალტების რეკორდი დაამყარა.
მარსელთან გუშინდელ მატჩში რეალის სასარგებლოდ ორი თერთმეტმეტრიანი დაინიშნა, რომელიც მბაპემ გაიტანა და თავის გუნდს გამარჯვება (2:1) მოუტანა.
ჩემპიონთა ლიგის არსებობის ისტორიაში რეალის სასარგებლოდ იმაზე მეტი პენალტი დაინიშნა, ვიდრე ნებისმიერი სხვა გუნდის. გუშინდელ მატჩში მეორე დანიშნული თერთმეტმეტრიანი სარეკორდო 63-ე აღმოჩნდა.
აქამდე, რეკორდი მიუნხენის ბაიერნს ეკუთვნიდა, რომლის სასარგებლოდაც ამ ტურნირზე 62 პენალტი დაინიშნა.
მესმაე ადგილზე ამ მაჩვენებლით ბარსელონაა (56 პენალტი), შემდეგ მოდიან მან სიტი (37) და არსენალი (36).