პეპ გვარდიოლას არ მიაჩნია, რომ მისი გუნდი ამ სეზონში ჩემპიონთა ლიგის მოგების პრეტენდენტი იქნება.
ხვალ ტურნირის პირველ ტურში მან სიტი ნაპოლის დაუპირისპირდება.
„აშკარაა, რომ წელს ჩვენ ტიტულის პრეტენდენტები არ ვართ. უბრალოდ სიამოვნებას ვიღებთ და აქ ყოფნით ვტკბებით, მას შემდეგ, რა გზის გამოვლაც მოგვიწია.
მხოლოდ ხვალინდელ თამაშზე ვართ კონცენტრირებულები, რათა ეს ტურნირი კარგად დავიწოთ.
ახლა უფრო მეტი მატჩი გვაქვს, ვიდრე წინა სეზონებში, მაგრამ თუ ცუდი შედეგით დაიწყებ, შეიძლება მერე გაგიჭირდეს. წინა სეზონში ტურნირი ინტერთან ფრით დავიწყეთ და იმედია, წელს მეტს მივაღწევთ." - აღნიშნა გვარდიოლამ.
შარშან სიტიმ საუკეთესო 8 გუნდში ვერ მოიპოვა ადგილი და 1/8 ფინალში გასვლისთვის პლეი-ოფში რეალთან მოუწია დაპირისპირება, რომელთანაც ორი მატჩი წააგო და ლიგას ნაადრევად გამოეთიშა.