-
Aa
+
ფონტის ზომა
ბარსელონას ნახევარმცველმა ფრენკი დე იონგმა იანგ ბოიზთან მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.
"საუკეთესო გრძნობაა მოედანზე დაბრუნება. მინდა, მადლობა ვუთხრა გულშემატკივრებს მათი ოვაციებისთვის. ეს ნამდვილად კარგი გრძნობა იყო, ამას არ ველოდი. ძალიან ბედნიერი ვარ.
როცა ტრავმას იღებ, ყოველთვის რთულია. პროცესი გრძელი იყო და რთული მომენტები მქონდა." - განაცხადა ნიდერლანდელმა.
დე იონგს ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაში 16 წუთი მიეცა სათამაშოდ. მას ხანგრძლივი ტრავმა ჰქონდა. ბოლოს ფრენკიმ აპრილში ელ კლასიკოში ითამაშა.
დე იონგმა დაზიანების გამო ევროპის ჩემპიონატიც გამოტოვა და ბარსელონაში ვარჯიშიც სულ ახლახანს დაიწყო.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები