სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
არგენტინის ნაკრების ნახევარმცველმა როდრიგო დე პაულმა ლეო მესიზე ისაუბრა.
"არ ვიცი, ვინ თქვა ეს, მაგრამ მაიკლ ჯორდანზე ამბობენ, რომ მისი კარიერის ბოლო ეტაპი უნდა დაგეფასებინა, რადგან ყოველ ჯერზე როცა ის კორტზე ფეხს ადგამდა, კონცერტივით იყო, რომელიც არასდროს განმეორდება.
ვფიქრობ, ლეოსთან დაკვაშირებით საჭიროა, რომ იგივე გავაკეთოთ და შორს არ ვიფიქროთ. მე ნამდვილად სიამოვნებას ვიღებ ამ ეტაპზე მისი თავგადასავალით და იმედია, რომ ის რაც შეიძლება დიდხანს დარჩება." - განაცხადა დე პაულმა.
შეგახსენებთ, რომ არგენტინის ნაკრების ბოლო მატჩში ბოლივიის წინააღმდეგ ლეო მესიმ 3 გოლი და 2 საგოლე გადაცემა მიითვალა, ალბისელესტემ კი მეტოქე 6-0 გაანადგურა.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები