სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
სამხრეთ ამერიკაში მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მე-10 ტური გაიმართა, სადაც არგენტინამ ბუენოს აირესში, ესტადიო მონუმენტალზე ბოლივია მიიღო და მეტოქე 6-0 გაანადგურა.
თამაშში ლეო მესის ბენეფისი ვიხილეთ, ლეგენდარულმა არგენტინელმა ჰეთ-თრიქი შეასრულა და ამასთან 2 საგოლე გადაცემაც მიითვალა.
არგენტინელებმა პირველ ტაიმში 3 გოლი გაიტანეს. ანგარიში მე-19 წუთზე სწორედ მესიმ გახსნა, რომელსაც პასი ლაუტარო მარტინესმა გაუკეთა, მე-2 გოლის დროს მოთამაშეებმა როლები გაცვალეს და ამჯერად მესის პასით გაიტანა ლაუტარომ.
ტაიმის ბოლოს კი ხულიან ალვარესმა ასევე მესის პასის შემდეგ 3-0 გახადა ანგარიში.
მეორე ტაიმში ალბისელესტემ კიდევ 3 გოლი გაიტანა. 69-ე წუთზე ტიაგო ალმადამ გამოიჩინა თავი, 84-ე და 86-ე წუთებზე კი მესიმ კიდევ 2 გოლი დაამატა თავის მონაგარს.
ამ გამარჯვების შემდეგ არგენტინას 22 ქულა აქვს და სამხრეთ ამერიკის ზონას სათავეში უდგას.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები