მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
დელე ალიმ ევერტონი დატოვა და თავისუფალი აგენტია.
როგორც ფაბრიციო რომანო იტყობინება, ამ კვირაში ინგლისელი ნახევარმცველი იტალიურ კომოსთან ერთად ვარჯიშს შეუდგება.
კომოს მთავარი მწვრთნელი, სესკ ფაბრეგასი, დელე ალის ვარჯიშებზე დააკვირდება და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას, სურს თუ არა ინგლისელის თავის გუნდში დამატება.
ამის გაკეთება სესკს სრულიად უფასოდ შეეძლება, რადგან ალი ამჟამად უგუნდოდ არის.
28 წლის ფეხბურთელი ევერტონში 2022-ში ტოტენჰემიდან გადავიდა, თუმცა ძირითად გუნდში ადგილი ვერ დაიმკვიდრა და გასული სეზონი იჯარით ბეშიქთაშში გაატარა.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები