მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
10 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
Geo Team-ის ინფორმაციით, ლუკა გუგეშაშვილი მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ პაოკს შეუერთდება.
წყაროს ცნობით, პაოკი და პანსერაიკოსი სატრანსფერო თანხად 1 მილიონ ევროზე შეთანხმდნენ, 25 წლის მეკარემ კი ახალ კლუბთან 3-წლიანი კონტრაქტი შეათანხმა.
გუგეშაშვილი ბერძნულ პანსერაიკოსს 2025 წლის ზაფხულში ყარაბაღიდან შეუერთდა. ამ სეზონში ლუკამ ბრწყინვალე პერფორმანსების შემდეგ პაოკის ყურადღება მიიპყრო და როგორც აღმოჩნდა, ბერძნული კლუბი მოქმედებაზეც მალე გადავიდა.
საბერძნეთის სუპერ ლიგაში, სადაც 14 გუნდი ასპარეზობს, პანსერაიკოსი 26 ტურის შემდეგ მე-11 ადგილზე იმყოფება, პაოკი კი მე-4 პოზიციას იკავებს.
პაოკმა გასულ სეზონში ისტორიაში მე-4 ჩემპიონობა მოიპოვა, წელს კი ევროპა ლიგის პლეიოფში გავიდა, სადაც რუმინულ FCSB-სთან დამარცხდა.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები