ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon

  • ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

სპორტის გურუ

სიახლეები

დოლიძის რევანში, გოლები და ასისტები ტოპ ლიგებში - ქართული შაბათ-კვირა
ფეხბურთიფეხბურთი
ქართულიქართული
სხვა სპორტისხვა სპორტი
UFCUFC

დოლიძის რევანში, გოლები და ასისტები ტოპ ლიგებში - ქართული შაბათ-კვირა

17 მარ, 2025 · 0 წთ წასაკითხად

ლინკის დაკოპირება

-

Aa

+

ფონტის ზომა

გასული შაბათ-კვირა ქართულ სპორტში წარმატებული აღმოჩნდა. ქართველმა სპორტსმენებმა ინდივიდუალურად თუ გუნდურად გამორჩეული შედეგები დააფიქსირეს.


იტალიის ქალაქ პიზაში ჩატარებულ პარაფარიკაობის მსოფლიო თასზე, ხმლით ფარიკაობაში ირმა ხეცურიანმა ოქროს მედალი მოიპოვა, ნინა თიბილაშვილი კი ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.


პროფესიონალურ კრივში სადებიუტო ბრძოლა მშობლიურ ქალაქ რუსთავში გამართა ოლიმპიურმა პრიზიორმა, ლაშა გურულმა. ქართველის მეტოქე 6-რაუნდიან ბრძოლაში დაუმარცხებელი განელი მოკრივე ბერნარდ აბეი იყო. ქართველმა სანახაობრივ ბრძოლაში მოწინააღმდეგე ქულებით დაამარცხა და დებიუტი გამარჯვებით აღნიშნა.


ლას ვეგასში UFC Fight Night-ის მთავარ ბრძოლაში ერთმანეთს რომან დოლიძე და მარვინ ვეტორი დაუპირსპირდნენ. 2 წლის წინ პირველი შეხვედრა ვეტორის გამარჯვებით დასრულდა ახლა კი ქართველები რევანშის მოლოდინში ვიყავით. საბოლოოდ რევანში შედგა და 5-რაუნდიან ბრძოლაში რომანმა მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით მოიგო.


დოლიძე: "წართმეული გამარჯვების დაბრუნება მინდოდა"


რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში საქართველოს ნაკრები თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ესპანეთს დაუპირისპირდა და მეტოქე 46-28 დაამარცხა. ბორჯღალოსნები რაგბი ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულები ზედიზედ მერვედ და ჯამში მეჩვიდმეტედ გახდნენ.


50 ლელო - ტაბუცაძე ყველა დროის ხუთეულს უახლოვდება


ქართული საფეხბურთო უიქენდი გოლით კრაიოვას ნახევარმცველმა, ანზორ მექვაბიშვილმა გახსნა, რომელმაც რუმინეთის ჩემპიონატში უნივერსიტატეა კლუჟის კარი აიღო.


საოცარი გამოუვიდათ კვირა დღე საქართველოს ნაკრების მოთამაშეებს. ლიგა 1-ში, ლე ავრთან მატჩში გიორგი მიქაუტაძე მოედანზე მაშინ შევიდა, როცა მისი გუნდი აგებდა, ქართველმა კი 3 გოლი შექმნა. მან 2-ჯერ თანაგუნდელს გაატანინა, ერთხელ კი საოცარი დარტყმით თავად შეძლო თავის გამოჩენა. ამ თამაშით მიქაუტაძე ლიგა 1-ის კვირის გუნდში მოხვდა.


ესპანეთის ლა ლიგა 2-ში, უესკასთან შეხვედრაში, 91-ე წუთზე, როცა ანგარიში 1-1 იყო, გიორგი ქოჩორაშვილმა საგოლე გადაცემა გააკეთა, რომელიც გოლად ალექს ფორესმა აქცია და ლევანტეს 3 ქულა მოუტანა. ამ გამარჯვებით ლევანტე 56 ქულით ლა ლიგა 2-ის სატურნირო ცხრილში გალიდერდა ლა ლიგაში აღზევების ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია.


VIDEO: ქოჩორაშვილის საგოლე გადაცემა - ლევანტემ ბოლო წუთებზე მოიგო


ავსტრიის ბუნდესლიგაში პენალტი ზუსტად შეასრულა ოთარ კიტეიშვილმა, შტურმმა კი ლასკი 4-2 დაამარცხა და სატურნირო ცხრილს სათავეში ჩაუდგა.


თავისი სადებიუტო გოლი გაიტანა კოპენჰაგენში გიორგი გოჩოლეიშვილმა, თუმცა მისმა გუნდმა დანიის ჩემპიონატში ვიბორგთან წააგო.


VIDEO: გოჩოლეიშვილის ბრწყინვალე სადებიუტო გოლი კოპენჰაგენში


ლიგა 1-ში თავი გამოიჩინა ზურიკო დავითაშვილმაც, რომელმაც მონპელიესთან მატჩში საგოლე გადაცემა მიითვალა, სენტ-ეტიენი მეტოქეს ამარცხებდა, თუმცა გულშემატკივართა მოქმედების გამო თამაში ჩაიშალა.


ქართული ბენეფისი ვიხილეთ კიდევ ერთ ტოპ ჩემპიონატში. გერმანიის ბუნდესლიგის მატჩში ბუდუ ზივზივაძემ ჰოლშტაინ კილს გოლი გაუტანა და 2 საგოლე გადაცემაც მიითვალა. ჰაიდენჰაიმმა მეტოქე დაამარცხა, ქართველი თავდამსხმელი კი ბუნდესლიგის კვირის გუნდში მოხვდა.


ბუდუ და ჟორჟი - 2 ქართველი ევროპის ტოპ 5 ჩემპიონატის კვირის გუნდში


უიქენდი წარმატებით დაასრულა საქართველოს ხელბურთის ნაკრებმა, რომელმაც 3-დღიან მონაკვეთში ბოსნიისა და ჰერცეგოვინის ნაკრები მეორედ დაამარცხა, ამჯერად გასვლაზე (20-22) და ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ჯგუფში მე-2 ადგილს იკავებს.


თაზო ჩარკვიანი

თაზო ჩარკვიანი

ბუდუ ზივზივაძე
გიორგი მიქაუტაძე
გიორგი ქოჩორაშვილი
ირმა ხეცურიანი
ქართული ფეხბურთი
რომან დოლიძე
საქართველო
საქართველოს რაგბის ნაკრები

ლინკის დაკოპირება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

საქართველოს U15 ნაკრებმა განვითარების თასი მოიგო - MVP კვარაცხელია გახდა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

საქართველოს U15 ნაკრებმა განვითარების თასი მოიგო - MVP კვარაცხელია გახდა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

რომელ კალათაშია საქართველო? ხელბურთის ევროპის ჩემპიონატის წილისყრა

•ქართული

ქართული

რომელ კალათაშია საქართველო? ხელბურთის ევროპის ჩემპიონატის წილისყრა
•ქართული

ქართული

ლიონმა ბოლო 4-დან მე-3 მატჩი წააგო და ევროტურნირებზე მოხვედრის შანსი პრაქტიკულად დაკარგა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ლიონმა ბოლო 4-დან მე-3 მატჩი წააგო და ევროტურნირებზე მოხვედრის შანსი პრაქტიკულად დაკარგა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ბუდუს გუნდმა 3:0 მოიგო და ბუნდესლიგის დასარჩენ პლეიოფში მონაწილეობა გაინაღდა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ბუდუს გუნდმა 3:0 მოიგო და ბუნდესლიგის დასარჩენ პლეიოფში მონაწილეობა გაინაღდა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

4 სთ წინ

საქართველოს U15 ნაკრებმა განვითარების თასი მოიგო - MVP კვარაცხელია გახდა

News image

5 სთ წინ

რომელ კალათაშია საქართველო? ხელბურთის ევროპის ჩემპიონატის წილისყრა

News image

10 მაი, 2025

ლიონმა ბოლო 4-დან მე-3 მატჩი წააგო და ევროტურნირებზე მოხვედრის შანსი პრაქტიკულად დაკარგა

News image

10 მაი, 2025

ბუდუს გუნდმა 3:0 მოიგო და ბუნდესლიგის დასარჩენ პლეიოფში მონაწილეობა გაინაღდა