-
Aa
+
ფონტის ზომა
ლას ვეგასში გამართული UFC Fight Night-ის შემდეგ რომან დოლიძემ მარვინ ვეტორისთან გამარჯვება შეაფასა.
"ნებისმიერი გამარჯვება კარგია, მაგრამ ვეტორისთან მოგება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ჩემი გამარჯვების დაბრუნება მინდოდა, რომელიც ლონდონში წამართვეს.
იმედია, ჩემი მეტოქე მალე დაბრუნდება ფორმაში. ის ძლიერი და გამძლე მებრძოლია. ვიცოდი, რომ ნებისმიერისთვის რთულია მისი დაფინიშება, ამიტომ 5 რაუნდისთვის მზად ვიყავი, თუ საჭირო გახდებოდა.
როგორც ნახეთ, მე 5 რაუნდი ბევრი ვიშრომე და ეს ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო.
მესამე ბრძოლა ჩვენ შორის? კარგი კითხვაა. მან რევანშის საშუალება მომცა. თუ UFC-ის დასჭირდება და მეტყვიან, სავარაუდოდ, ამას გავაკეთებ, რადგან პატივს ვცემ, რომ ის ჩემთან ბრძოლას დათანხმდა.
რატომ უნდა გაეკეთებინა ეს? მე მე-10 მებრძოლი ვიყავი და ის მე-7. მან ისიც კი თქვა, რომ რომან კოპილოვთან ბრძოლაზე იფიქრა, მაგრამ ამის არ მჯერა. ის ჩემთან ბრძოლას დათანხმდა.
მის მიმართ პატივისცემის გამო, მეც შემიძლია ამის გაკეთება, მაგრამ ვფიქრობ, UFC-ის ჩემთვის გეგმები აქვს." - განაცხადა დოლიძემ.
რევანში შედგა - დოლიძემ ვეტორი დაამარცხა
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები