ილია თოფურიამ TMZ Sports-თან ინტერვიუში პედი პიმბლეტთან ბრძოლაზე ისაუბრა.
"ვფიქრობ, მსოფლიოს გარშემო ყველა გულშემატკივარს სურს ამ ბრძოლის ნახვა. ამავდროულად კი გულწრფელი უნდა ვიყო, ვფიქრობ, რომ ეს ერთ-ერთი ყველაზე ადვილი ბრძოლაა, რაც შეიძლება მსუბუქ დივიზიონში მქონდეს.
სინამდვილეში მასთან რაც მინდა, იმის გაკეთება შემიძლია. ეს კარგი ბრძოლაა გულშემატკივრებისთვის. მთელი პროცესით სიამოვნებას მივიღებ და თან მე კიდევ ერთხელ გავიბრწყინებ.
გპირდებით, ავირჩევ მეთოდს, რომლითაც მას დავაფინიშებ. რა თქმა უნდა, პირველ რაუნდში. ის მე ერთ რაუნდზე მეტს ვერ გამიძლებს." - განაცხადა თოფურიამ.
თოფურია: "ხაბიბმაც კი იცის, რომ ისლამს დავაძინებ"