თოფურიები - ასე ჰქვია სენიორ მონოს გადაღებულ ახალ დოკუმენტურ სერიალს, რომელიც 5 ეპიზოდს მოიცავს და UFC-ის მსუბუქი დივიზიონის ახალი ჩემპიონის, ილია თოფურიასა და მისი უახლოესი გარემოცვის პირად ცხოვრებაზე მოგვითხრობს.
სერიალში გადმოცემული იქნება თოფურიას გზა მეორე ტიტულამდე, მაყურებელს კი საშუალება ექნება უფრო ახლოდან გაიცნოს მისი მეუღლე ჯორჯინა და მისი შვილები, ასევე მისი ურთიერთობა თავის გუნდთან, მეგობრებთან და მისი ცხოვრება ოქტაგონს მიღმა.
სერიალის პრემიერა HBO Max-ზე უახლოეს თვეებში შედგება. თიზერი კი უკვე ხელმისაწვდომია.
"ყოველი გამარჯვების უკან მსხვერპლია, რომელიც აქამდე არ გინახავთ. Los Topuria, პრემიერა მალე." - წერია HBO-ს გვერდზე.