NBA-ის ინსაიდერი ჟურნალისტის, შამს ჩარანიას ინფორმაციით, სანდრო მამუკელაშვილი კარიერას ტორონტო რეპტორსში გააგრძელებს.
თავისუფალი აგენტის სტატუსის მქონე ქართველმა კანადურ გუნდთან 2-წლიანი კონტრაქტი შეათანხმა, რომლის მიხედვითაც 5.5 მილიონ დოლარს მიიღებს.
მამუკელაშვილისთვის ტორონტო NBA-ში მე-3 გუნდი იქნება, რომელშიც ითამაშებს.
2021 წელს სანდრო დრაფტზე მილუოკი ბაქსმა აიყვანა, 2023 წლიდან კი ქართველი სან ანტონიო სპურსის წევრი იყო.
26 წლის მოთამაშემ გასულ სეზონში NBA-ის რეკორდი დაამყარა და 20 წუთზე ნაკლებ დროში 34 ქულა მიითვალა.