ილია თოფურია სოციალურ ქსელში მერაბ დვალიშვილის გამარჯვებას გამოეხმაურა.
"ძმაო, იმ ეტაპს მივაღწიეთ, როცა შენი გამარჯვებები თითქოს ჩვეულებრივ ამბად გვეჩვენება, მაგრამ ყველამ ვიცით, რა ძნელია იქამდე მისვლა.
სიამაყით ვამბობ - შენ ხარ ცოცხალი ლეგენდა!!!! შრომის, თავგანწირვის და გულის ნამდვილი მაგალითი.
მებრძოლზე მეტად - შენ საოცარი ადამიანი ხარ, რომლის სულიც შენში ვერ ეტევა. გვიყვარხარ, გიჭერთ მხარს და შენს გვერდით ვართ ყოველ ნაბიჯზე." - წერს მსუბუქი წონის ქართველი ჩემპიონი.
ქამარი მესამედ დაიცვა - დვალიშვილმა სენდჰეგენი დაამარცხა