მერაბ დვალიშვილმა, UFC 320-ის ეგიდით, სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამარი მესამედ დაიცვა. ქართველმა მანქანამ ამერიკელ კორი სენდჰეგენს მოუგო.
დვალიშვილმა, სენდჰეგენის წინააღმდეგ, 20 თეიქდაუნი შეასრულა, რაც, UFC-ის ისტორიაში, სატიტულო ბრძოლისას, აქამდე არავის გაეკეთებინა.
ასევე, მერაბ დვალიშვილი UFC-ის ისტორიაში პირველი მებრძოლია, ვინც 100-თეიქდაუნიან ნიშნულს გადააჭარბა. მანქანას, სენდჰეგენთან ბრძოლამდე, 97 თეიქდაუნი ჰქონდა, დღეს კი ეს სტატისტიკა 117-მდე გაზარდა.
სუპერ მსუბუქი წონის მოქმედმა ჩემპიონმა მე-14 გამარჯვება მოიპოვა - სულ კარიერაში ჩატარებული 25 ბრძოლიდან 21 მოგებული აქვს.