მერაბ დვალიშვილის მიერ კორი სენდჰეგენთან მოპოვებულ დომინანტურ გამარჯვებას, UFC-ის გამორჩეული სახეები გამოეხმაურნენ და X-ზე პოსტები გაავრცელეს.
"არის ვინმე, ვისაც მერაბის დამარცხება შეუძლია? ის სუპერ მსუბუქი წონის GOAT-ი ხდება. საინტერესოა, ვინ იქნება შემდეგი", - ტერენს მაკკინლი.
"კორის კარგი მცდელობა ჰქონდა, მაგრამ მერაბი უკეთესი იყო. მოუთმენლად ველოდები, შემდეგში ის თავად გამოვცადო", - პიოტრ იანი.
"მერაბი მანქანაა. ჯოჯოხეთური ბრძოლა ორივესგან", - კამარუ უსმანი.
"Cory got Rabbed... MERAB'D", - ჰენრი სეხუდო.
"მერაბი UFC-ში ყველაზე დომინანტი ჩემპიონია", - კევინ ვალიეხო.
"მაგარი ბრძოლა. მართლა შესანიშნავი", - ჩიტო ვერა.
"მერაბ დვალიშვილი - ყველა დროის საუკეთესო სუპერ მსუბუქი წონის მებრძოლი", - კოდი დარდენი.
მერაბ დვალიშვილმა UFC-ის სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამარი მესამედ დაიცვა. ქართველმა ზედიზედ მე-14 გამარჯვება მოიპოვა და ბალანსი 21:4-ზე აქვს.