მერაბ დვალიშვილმა კორი სენდჰეგენთან გამარჯვებისა და სუპერ მსუბუქი წონითი კატეგორიის საჩემპიონო ქამრის მესამედ დაცვის შემდეგ, UFC-ის რეპორტიორის შეკითხვებს უპასუხა.
"ქამრის ისევ აქ ქონა მშვენიერია. რა თქმა უნდა, ყველა ბრძოლა განსაკუთრებულია, მაგრამ ახლა სრულიად სხვა მომენტუმია - ჩემპიონი ვარ და მომწონს ის, რასაც ვაკეთებ.
კორი ძალიან კარგი სტრაიკერია და პირველი რაუნდის განმავლობაში რამდენჯერმე კარგად მომარტყა. ასევე, ჩემი საჭიდაო სტილისგან თავს კარგად იცავდა. ძალიან მაღალი დონის მებრძოლია და მასთან ასეთი ფორმით მოგება ძალიან კარგი შედეგია.
ახლა ჩემპიონი ვარ და ქამარი დავიცავი, ყველაფერი ეს ჩემთვის მემკვიდრეობაა. ყოველ ჯერზე, როცა ოქტაგონზე შევდივარ, სიამაყის შეგრძნება მეუფლება. მე უბრალო ბიჭი ვარ, არ ვარ განსაკუთრებული, მაგრამ ვარ ის, ვინც ძალიან ბევრს შრომობს", - განაცხადა დვალიშვილმა.