მერაბ დვალიშვილმა UFC-ის სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამარი, ამჯერად კორი სენდჰეგენის წინააღმდეგ ბრძოლის შედეგად, დაიცვა.
განსაკუთრებით გამოსარჩევია მეორე რაუნდი, როცა მერაბმა დიდი უპირატესობა მოიპოვა, არაერთი თეიქდაუნი გააკეთა და პრაქტიკულად მთელი რაუნდის განმავლობაში ძალიან აქტიურად, ინტენსიურად და უწყვეტად უტევდა.
დანარჩენ 4 რაუნდშიც უპირატესობა დვალიშვილის მხარეს იყო, სენდჰეგენი კი მის შეჩერებას სტრაიკინგით ცდილობდა და კარგი შეტევები მასაც ჰქონდა.
საბოლოოდ, მსაჯების გადაწყვეტილებით, გამარჯვებულად ქართველი მანქანა გამოცხადდა - UFC-ის სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამარი მესამედ დაიცვა.
მერაბმა გამარჯვება სულ პირველად მარკ ცუკერბერგთან გააზიარა, როცა ოქტაგონიდან გადახტომის შემდეგ Meta-ს დამფუძნებელს ხელი ჩამოართვა.
დვალიშვილმა ზედიზედ მე-14 გამარჯვება მოიპოვა, სულ კი კარიერაში ჩატარებული 25 ბრძოლიდან 21 მოგება აქვს.