NBA-ის ინსაიდერი ჟურნალისტის, ბრეტ სიგელის ცნობით, ლოს ანჯელეს ლეიკერსი აქტიურად ეძებს ცენტრის პოზიციაზე ვარიანტს.
წყაროს ცნობით, ლეიკერსი სხვა ორგანიზაციებთან ერთად ორლანდო მეჯიქსაც დაუკავშირდა ვენდელ კარტერ ჯუნიორისა და გოგა ბითაძის შესახებ.
ჯერ-ჯერობით უცნობია ორლანდოს პოზიცია ამ მოთამაშეების გაცვლასთან დაკავშირებით, თუმცა ლეიკერსის ინტერესი აშკარაა.
გოგა ბითაძე მეჯიქში 2023 წელს ინდიანა პეისერსიდან გადავიდა, ორლანდომ გასულ სეზონში პლეიოფში იასპარეზა და ასპარეზობას პირველ რაუნდში გამოეთიშა.
მამუკელაშვილი NBA-ში რჩება - სანდროს ახალი გუნდი ცნობილია