ბითაძემ მაიამისთან 16 წუთი ითამაშა - ორლანდო საჩვენებელ მატჩებს მართავს
3 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
NBA-ის სეზონის დაწყებამდე, გუნდები წინასასეზონო, ე.წ. საგამოფენო მატჩებს მართავენ. გოგა ბითაძის ორლანდო მეჯიქმა პირველი შეხვედრა ჩაატარა და მაიამი ჰითი 126:118 დაამარცხა.
ქართველი ცენტრი სათადარიგო იყო და პარკეტზე 16 წუთით გამოჩნდა - თავი 6 ქულასა და 8 მოხსნას მოუყარა. ბითაძეს საკუთარ გუნდში ყველაზე მეტი მოხსნა ჰქონდა. ამასთან, მის ანგარიშზე 2 დაფარებაც იყო. ისიც აღსანიშნავია, რომ გოგამ პერიმეტრიდან ორჯერ ისროლა და მათგან ერთი ზუსტი იყო.
მეჯიქის მთავარმა მწვრთნელმა, ჯამალ მოსლიმ ფლორიდელების წინააღმდეგ 17 კალათბურთელი ათამაშა. გუნდში დებიუტი ჰქონდა დესმონდ ბეინს, რომელიც ორლანდოს მემფისიდან შეურთდა - 9 ქულა, 6 მოხსნა და 3 პასი მიითვალა. შეხვედრის საუკეთესო მექულე, გამარჯვებული გუნდიდან, ჯეისონ რიჩარდსონი გახდა – 13 ქულითა და 4 მოხსნით.
ორლანდო წინასასეზონო მატჩების ფარგლებში კიდევ 3 თამაშს გამართავს - 11-ში ფილადელფიასთან, 13-ში ისევ მაიამისთან და 17-ში ნიუ ორლეანსთან.
გოგა ბითაძის გუნდი NBA-ს ახალი სეზონის პირველ შეხვედრას 23 ოქტომბერს, სწორედ მაიამი ჰიტის წინააღმდეგ ჩაატარებს.