ლას ვეგასში UFC Fight Night-ის მთავარ ბრძოლაში ერთმანეთს რომან დოლიძე და მარვინ ვეტორი დაუპირსპირდნენ.
ეს ქართველსა და იტალიელს შორის მეორე ბრძოლა იყო. 2 წლის წინ პირველი შეხვედრა ვეტორის გამარჯვებით დასრულდა ახლა კი ქართველები რევანშის მოლოდინში ვიყავით.
საბოლოოდ რევანში შედგა და 5-რაუნდიან ბრძოლაში რომანმა მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით მოიგო.
სამივე მსაჯმა 49-46 დააფიქსირა, ვეტორის უპირატესობა მხოლოდ მე-3 რაუნდში მისცეს, დანარჩენი 4 რაუნდი კი დოლიძის აშკარა უპირატესობით წარიმართა.
ტოპ 5 მებრძოლი - დოლიძემ სასურველი მეტოქეები დაასახელა